საქართველო

Helium

ჰელიუმი (He) - უფერო, უსუნო, უგემო, არამომწამლავი, ინერტული ქიმიური ელემენტია პერიოდული სისტემის ე.წ. ინერტული ანუ კეთილშობილი აირების სერიაში და მისი ატომური რიცხვია 2. ის მდებარეობს პირველი პერიოდის მერვე ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში და ინერტული აირების ჯგუფს უდგას სათავეში. მისი დუღილისა და დნობის ტემპერატურები ყველაზე დაბალია სხვა ცნობილ ელემენტთა შორის და ის ბუნებრივ მდგომარეობაში აირის სახით გვხვდება (გარდა ექსტრემალური პირობებისა). მარტივი ნივთიერება ჰელიუმის CAS-ის რეგისტრაციის ნომერია: 7440-59-7.

ჰელიუმი მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში და ასევე სიმსუბუქით მეორეა პერიოდულ ცხრილში. თანამედროვე სამყაროში თითქმის მთელი ახალი ჰელიუმი წარმოიქმნება ვარსკვლავებში წყალბატის ატომის გახლეჩით. დედამიწაზე ის წარმოიქმნება შედარებით მძიმე ელემენტთა დაშლის შედეგად.

ჰელიუმს იღებენ ბუნებრივი აირიდან დაბალტემპერატურული დაშლის პროცესით - ეგრეთ წოდებული ფრაქციული გამოხდის მეთოდით (იხ. ფრაქციული დისტილაცია სტატიაში დისტილაცია).

 
გიორგეთის სკოლა
©Copyright WebDesigner By Www.KenanGasanov.Tr.Gg | By Kenan | Cveni Garemo 6
This website was created for free with Own-Free-Website.com. Would you also like to have your own website?
Sign up for free