Liter
ვინაიდან ვიკიპედიის გამოყენება განსაზღვრულია აგრეთვე ბეჭდვითი ფორმით, სტატიების ბოლოს ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს მითითები ბეჭდვით პროდუქციაზე და ინტერნეტის რესურსებზე. ამიტომ რეკომენდებულია სტატიის შემდეგ დაიწეროს ჯერ „იხილეთ აგრეთვე“ (ვიკიპედიის შიგა ბმულები), შემდეგ „ლიტერატურა“, „რესურსები ინტერნეტში“ (გარე ბმულები), ბოლოს კი — „სქოლიო“.
თუ „ლიტერატურის“ ბლოკში ჩამოთვლილია მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურა, მაშინ სექციასაც ასე უნდა ეწოდოს. თუ იქვე მიუთითებთ ასევე რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლის გაცნობასაც ურჩევთ მკითხველს, მაშინ სექციას დაარქვით „ლიტერატურა“, რომელიც ორი განაყოფი ექნება: „გამოყენებული ლიტერატურა“ და „რეკომენდებული ლიტერატურა“.