საქართველო

Plazma


პლაზმური ლამპა, რომელიც წარმოადგენს პლაზმაში მიმდინარე რთული პროცესების ილუსტრაციას, როგორიცაა დენების ფილამენტირება. სხვადასხვა ფერის გამოსხივება არის ელექტრონების იონებთან რეკომბინაციის შემდეგ უფრო დაბალ ენერგეტიკულ დონეზე გადასვლის შედეგი.



ფიზიკაში და ქიმიაში, პლაზმააირი რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ იონიზირებულია. დამუხტული ნაწილაკების არსებობა განაპირობებს იმას, რომ პლაზმა ელექტული დენის გამტარია, რის გამოც იგი ძლიერად რეაგირებს მასზე მოდებულ ელექტრომაგნიტურ ველებზე. პლაზმის თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მყარი სხეულების, სითხეებისა და აირების თვისებებისგან, რის გამოც პლაზმა ნივთიერების განსხვავებულ მდგომარეობად განიხილება. აირების მსგავსად პლაზმას არ აქვს განსაზღვრული ფორმა ან მოცულობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის რაიმე ჭურჭელში/კონტეინერშია მოთავსებული. აირებისგან განსხვავებით მაგნიტური ველის გავლენით პლაზმაში შესაძლებელია სხვადასხვა სტრუქტურების ფორმირება, როგორიცაა ფილამენტები, ნაკადები და ორმაგი შრეები. პლაზმის ტიპიური მაგალითებია ალი, ელვა და მზე.

პლაზმა ბუნებაში

ბუნებაში პლაზმა ნივთიერების ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, როგორც მასით, ასევე დაკავებული მოცულობით. ხშირად ამბობენ, რომ პლაზმა სამყაროში არსებული ნივთიერების 99%-ზე მეტს შეადგენს. კოსმოსიდან მომავალი გამოსხივება თითქმის მთლიანად მოდის ვარსკვლავებიდან, რომლებიც წარმოადგენენ პლაზმას, რომელსაც ისეთი ტემპერატურა აქვს, რომ ხილულ სინათლეს ასხივებს. სამყაროში არსებული ნივთიერების უმეტესობა განთავსებულია გალაქტიკათაშორის სივრცეში (გალაქტიკათაშორისი ნივთიერება), რომელიც ასევე პლაზმის მდგომარეობაშია, თუმცა ვარსკვლავებზე გაცილებით მაღალი ტემპერატურისაა, რის გამოც ძირითადად რენტგენის დიაპაზონში ასხივებს. მეცნიერთა თანამედროვე შეხედულებით, სამყაროში არსებული სრული ენერგიის დაახლოებით 96% არ წარმოადგენს პლაზმას, ან ჩვეულებრივი ნივთიერების რაიმე სხვა ფორმას, არამედ შედგება ფარული მასისა და ფარული ენერგიისაგან. ყველა ვარსკვლავი წარმოადგენს პლაზმას, (გაუხშოებული) ნივთიერება ვარსკვლავებს შორის აგრეთვე პლაზმურ მდგომარეობაშია. მზის სისტემაში იუპიტერი არის ყველაზე დიდი "არაპლაზმური" ობიექტი (რომელიც მზის სისტემის მასის დაახოებით 0.1%-ს შეადგენს).

 
გიორგეთის სკოლა
©Copyright WebDesigner By Www.KenanGasanov.Tr.Gg | By Kenan | Cveni Garemo 6
This website was created for free with Own-Free-Website.com. Would you also like to have your own website?
Sign up for free