საქართველო

ekosisdema

ეკოსისტემა — ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსი.

ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი, სოფელი და ა. შ.

ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს, ზოგი ეკოსისტემა კი მაგალითად, — ტყე რამდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.

სასოფლო–სამეუნრნეო კულტურებისაგან შემდგარ ეკოსისტემებს აგროეკოსისტემები (ბერძნ. agros – მინდორი) ჰქვია.

ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.




საქართველოს ეკოსისტემები

ტყე

საქართველოში ტყის სხვადასხვაგვარი ეკოსისტემა გვხვდება-ფართოფოთლოვანი ტყე, წიწვოვანი ტყე ჭალის ტყე, სუბტროპიკული ტყე. ტყის ეკოსისტემის სახელს იმ ხემცენარის სახელს უკავშირებენ, რომელიც მასში ჭარბობს.მაგ.: ფიჭვის ტყე, მუხის ტყე, წიფლის ტყე. ტყის ეკოსისტემების ტიპობრივი ცხოველები არიან: დათვი, მგელი, ირემი, შველი, ციყვი, კოდალა, ბუ, სალამანდრა, ჭოტი, თხუნელა, მელა, ტურა კურდღელი და სხვა...

არიდული ეკოსისტემა

საქართველოს სამხრეთ ამღოსავლეთ ნაწილში მშრალი ანუ არიდული ეკოსისტემა გვხვდება.ის უდაბნოს, ნახევარუდაბნოს,სტეპს,არიდულ ნათელ ტყეს და ჭალის ტყეებსაც კი მოიცავს. ამ ეკოსისტემის ტიპობრივი ცხოველებია: აფთარი, ორბი, სვავი და გველებისა და ხვლიკების მრავალი სახეობა.

ზღვა

ზღვის ეკოსისტემა ძალიან მრავალფეროვანია.საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემაა. ზღვის ტიპობრივი ცხოველებია: დელფინი, მედუზა,თოლია, ზუთხი, და თევზის სხვა მრავალი სახეობა

.

                                                                                                                                                           Kenan Gasanov




 
გიორგეთის სკოლა
©Copyright WebDesigner By Www.KenanGasanov.Tr.Gg | By Kenan | Cveni Garemo 6
This website was created for free with Own-Free-Website.com. Would you also like to have your own website?
Sign up for free